
ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
თემა: წუთისოფლის სიყვარული
კაცი ცოდვლი არს სოფლის მონა, იგი არის გართული ამ სოფლის ამაოებაში, იგი დღე და ღამე ეძიებს კმაყოფილებასა, მხიარულებასა, ნუგეშს, სიმოვნებასა; სული თვისი არ ახსოვს, მას მარტო ხორცი უყვარს და ხორციელი ცხოვრება. მაშასადამე, მან პირდაპირ იზღვია, ესე იგი ანაცვალა თვისი სული სოფლის წუთსა სიამოვნებას. ახლა შენ თვითონ იფიქრე, ძმაო, რა უგნურება არის ამისთანა ცხოვრება. რა აქვს კაცს თავის სულზედ უძვირფასესი და უდიდესი? თავისი სული როგორ უნდა დაღუპოს სოფლისათვს, სოფლიური კმაყოფილებისათვის. თუ სულს დაღუპავს, რაღა დარჩება მას. რა მისცეს კაცმან ნაცვლად სულისა თვისისა? მაშასადამე, სოფელიც უნდა უარვყოთ, ისიც უნდა მოვიძულოთ და განვაგდოთ ჩვენგან.