წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე) - სხვა თემა
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)
მაცხოვარი გვიშლის ჩვენ დიდსა ცოდვასა, კაცის მოფერებასა, კაცის სათნო ყოფასა. ეს ის არის, როდესაც კაცი ცოდვილი მომეტებულად უყურებს, დიდს ფასს აძლევს სხვა კაცების აზრსა, ანუ ლაპარაკსა; ცდილობს სხვათა კაცთა დაემზგავსოს; ეშინიან, როდესაც სხვანი მას დასძრახავენ, თუ გინდ კარგ საქმისათვის დასძრახონ. სოფლიური კაცის თვისება ის არის, რომ კაცის უფრო ეშინია და რცხვენია, ვიდრე ღვთისა. ამისთანა კაცი, სოფლის სათნო მყოფელი, სხვა კაცთა მიმხედველი, არა თუ ღვთის სათნო აღარ იქნება, არამედ ხშირად კიდეც შერცხვება ღვთის სჯულისა, ქრისტეს ჯვარისა. ამისთანა კაცს კიდეც რომ ქონდეს სარწმუნოება, ხშირად დამალავს ურწმუნოთა კაცთა შორის მყოფი. ამისთანა კაცსა „ძემანცა კაცისამან არცხვინოს, როდესაც მოვიდეს სუფევითა თვისითა“.
image
 
თემატური კითხვები
აქტუალური თემები