წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)

მწუხარება ორნაირია: ერთი ღმრთისმიერი, მეორე სოფლიური. ღმრთისმიერი მწუხარებისას კაცი თავის უღირსებასა

მწუხარება ორნაირია: ერთი ღმრთისმიერი, მეორე სოფლიური. ღმრთისმიერი მწუხარებისას კაცი თავის უღირსებასა და ცოდვაზე სწუხს, რომ ღმერთს განეშორა, მისი მცნება დაარღვია, ნაცვლად კეთილი საქმისა ბოროტი ქმნა და ამით ზეციური მამა გაამწარა. ასეთი სულიერი მწუხარება კეთილია და პატიოსანი. იგი კაცის გულში გააჩენს სინანულსა და ცხოვრებისასა, როგორც იტყვის წმინდა მოციქული პავლე. ამით კაცის მოქცევა და ცხონება იწყება.

 
თემატური კითხვები
0