წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)

სოფლიური მწუხარება ისაა, როდესაც კაცი რომელიმე სოფლიური ნუგეშის მოკლებაზე სწუხს. ზოგიერთი რაიმე

სოფლიური მწუხარება ისაა, როდესაც კაცი რომელიმე სოფლიური ნუგეშის მოკლებაზე სწუხს. ზოგიერთი რაიმე უბედურების დროს ტირის და დარდობს, მაგრამ ღმერთზე აღარ ფიქრობს და ავიწყდება, რომ მწუხარებაცა და სიხარულიც, ბედნიერებაც და უბედურებაც - ყველაფერი ღმრთისგანაა. ნაცვლად იმისა, რომ ღმერთს მადლობა შესწიროს და სასოება არ დაკარგოს, იგი მხოლოდ სოფლიური ნუგეშის მოკლებას ნაღვლობს. ნაცვლად იმისა, რომ დაფიქრდეს და გამოიკვლიოს, თუ რის გამო დაემართა ეს უბედურება, და ის ცოდვები მოინანიოს, რომელინიც მისი უბედურების მიზეზნი შეიქმნენ, იგი თავის მდგომარეობას ხან ღმერთს აბრალებს, ხან ეშმაკს და ხან სხვა კაცს. ასეთი სოფლიური, ხორციელი მწუხარება სიკვდილს აჩენს და კაცს კლავს (II, 411-412).
 
თემატური კითხვები
0