წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
თემა: ჯვარი

ჯვარი ქრისტესი არის თვით შუაგული ადგილი, რომელსა ზედა შეიკრიბებიან და შეერთდებიან ყოველნი სწავლანი

ჯვარი ქრისტესი არის თვით შუაგული ადგილი, რომელსა ზედა შეიკრიბებიან და შეერთდებიან ყოველნი სწავლანი და ჭეშმარიტებანი ჩვენისა წმინდისა სარწმუნოებისანი. ჩვენი დაცემა და აღდგინება, ცოდვა და მადლი, მართლმსაჯულება და მოწყალება – ეს ყოველი წაიკითხება ჯვარსა ზედა. „ჯვარი არის სასწავლებელი, – იტყვის ნეტარი ავგუსტინე, – სადაცა მასწავლებელი უსიტყვოდ გვასწავლის ჩვენ ძელითგან, რომელსა ზედა დამოკიდებულია“. გარნა ამასთანავე იგივე ჯვარი არის ჩვენი სამსჯავრო.
 
0