ავტორი:
არქიმანდრიტი ლაზარე (აბაშიძე)
თემა:
ნარკომანია
ნარკომანი ყიდის თავის სულს, თვით მარადისობას ოცნების სასახლეზე, ვარდისფერ ნისლზე. მა სუკვე უჭირს
ნარკომანი ყიდის თავის სულს, თვით მარადისობას "ოცნების სასახლეზე", "ვარდისფერ ნისლზე". მა სუკვე უჭირს დაბრუნება ფანტასტიკური სამყაროდან, მისი "სიმშვიდიდან" აქ, მიწაზე, სადაც მუდმივი ბრძოლაა, ბრძოლა სამოთხესა და ჯოჯოხეთს შორის; განზე დგომა ურჩევნია, ომის დროს ბუჩქებში დამალვას და დაძინებას ლამობს, რათა ვერც ვერაფერი დაინახოს და ვერც ვერაფერი გაიგონოს, მაგრამ სულის ცხონებისათვის ბრძოლაა საჭირო, ამ ბრძოლას ვერსად გავექცევით, და რაც უფრო ადრე გამოერკვევა კაცი დაბანგული მდგომარეობიდან, რაც უფრო ადრე ჩამოიბერტყავს ჰიპნოზის ჯადოსნურ ხიბლს, მით უფრო ადრე შეძლებს ჭეშმარიტებისკენ - უფლისკენ მოქცევას.
ამ დემონურ ტყვეობაში მოხვედრილი კაცის მდგომარეობა თავისი სიბნელით, სინათლის წყაროსაგან მოშორებით, იონა წინასწარმეტყველის მდგომარეობას ჰგავს. კაცი თითქოს ცოცხალ-მკვდარია - ხორცით კი მთელია, მაგრამ სული უკვე იქვეყნადაა, თითქოს ნაწილობრივ ჯოჯოხეთში, ეშმაკებს შორის. და ილოცა იონამ უფლისა მიმართ:
"გარემომესხა მე წყალი, ვიდრე სულად ჩემდამდე, უფსკრულმან მომიცვა მე უკანასკნელმან, და ხდა თავი ჩემი ნაპრალებსა მთათასა, გხადეთ ქვეყანად, რომლისა მოქლონნი კლიტე საუკუნეებ. და აღმოვედინ ხრწნისაგან ცხოვრება ჩემი" (იონა,2,6-7). ნარკოტიკებს დამონებული კაცი საბრალო ბუზს ჰგავს, ობობის ქსელში გაბმულს - საცაა ობობაც მოვა და სისხლს გამოწოვს. რაც შეიძლება მტკიცედ უნდა უნდა მოვკიდოთ ხელი ამ სნეულების განკურნებას.

|