ნარკოტიკული ცდებისა და როკ-მუსიკის (ან დემონური კულტის რაიმე სხვა ფორმით) შეხამება წარწყმედის

ნარკოტიკული ცდებისა და როკ-მუსიკის (ან დემონური კულტის რაიმე სხვა ფორმით) შეხამება წარწყმედის უფსკრულის ფსკერზე დაშვების უმოკლესი გზაა. მაგალითად, დასავლეთში გახშირდა ასეთი შემთხვევები: ზოგიერთი ახალგაზრდა "ჰიპების" წრიდან, უმეტესად ნარკომანები, ვინც უკიდურეს ზღცარს აღწევს, უკვე ვეღარ კმაყოფილდება "ნირვანაში ჩვეულებრივი მოგზაურობით" და თავს იკლავს, თანაც როგორ? უზარმაზარი ცათამბრჯენის სახურავზე ადის, იქ იკეთებს უძლიერესი ნარკოტიკის სასიკვდილო დოზას და მაშინვე ხტება. წამალი ვარდნის პროცესში იწყებს მოქმედებას, ადამიანს სრულიად ფანტასტიკური განცდები ეუფლება და ჰაერშივე კვდება დოზის სიჭარბის გამო, მიწაზე მხოლოდ მისი უსულო სხეული ეცემა - როკ-სიმღერებიც კი გაჩნდა, ასეთ "თვითგანადგურებას" რომ აქებენ და ჯოჯოხეტში ვერდნის "უმაღლეს პოლოტაჟს" ადიდებენ...
    და მაინც საიდან იწყება ნარკომანია?
    დღეს, როდესაც ყოველი ახალგაზრდა ბავშვობიდანვე ეზიარება მრავალ მძიმე ცოდვას, როდესაც ყველაგნ ქრისტეს უარყოფას აწყდები, როდესაც ასე შორსაა ეკლესიისაგან, უთუოდ უდგება მძიმე შინაგანი კრიზისაი: სულს თითქოს ლოდივით აწევს შეუნანებელი ცოდვები, მაგრამ სარწმუნოება და რელიგიური ცოდნა არ ჰყოფნის იმისათვის, რომ ღმერთს სთხოვოს შველა, ლოცვასა და სინანულში ეძებოს შემსუბუქება, განკურნება, გათავისუფლება. შინაგანი დისკომფორტის მუდმივი განცდა მას აიძულებს ეძებოს რაიმე მსუბუქი საშუალება ამ სიმძიმისაგან თავის დსახსნელად, მოიშოროს თავიდან მახრჩობელა ძაფები, ანუ შეუნანებელი ცოდვები, გაექცეს მომქანცავ სინდისის ქენჯნას, იპოვოს რაღაც ილუზორული, ფანტასტიკური სამყარო, სადაც არც საზრუნავი არსებობს და არც საწუხარი.
 
0