წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)

თუ მართლა გსურს შენ, ძმაო ჩემო, იყო ჭეშმარიტი ქრისტიანე, ესე იგი თავმდაბალი კაცი, ერთ რჩევას მოგცემ

თუ მართლა გსურს შენ, ძმაო ჩემო, იყო ჭეშმარიტი ქრისტიანე, ესე იგი თავმდაბალი კაცი, ერთ რჩევას მოგცემ მე, და თუ დამიჯერებ და კარგად აასრულებ, უთუოდ შეგეძინება ღვთისაგან მადლი სიმდაბლისა. ყოველ დღე, დილით და საღამოს, ყოველი შენი ლოცვა გაათავე ამ სიტყვებით: „გლახაკ, დავრდომილ ვარი მე. ღმერთო შემეწიე მე“. იცით, ვინ ლოცულობდა ასე? მეფე, წინასწარმეტყველი, ღვთის სულით სავსე დავით. თუ იგი ასე თავმდაბალი იყო, ასე ლოცულობდა, შენ ვინ ხარ, საბრალოვ! შენ უფრო ხშირად, ყოველს წამს უნდა განიმეორო ეს ლოცვა.
 
თემატური კითხვები
0