ავტორი:
არქიმანდრიტი ლაზარე (აბაშიძე)
თემა:
ნარკომანია
ჩვენ, ქრისტიანებმა ვიცით, თუ რა განუწყვეტლივ ცდილობენ ეშმაკები გვაცდუნონ, მიგვიზიდონ ტკბილი ტყუილით,
ჩვენ, ქრისტიანებმა ვიცით, თუ რა განუწყვეტლივ ცდილობენ ეშმაკები გვაცდუნონ, მიგვიზიდონ ტკბილი ტყუილით, როგორ გვთავაზობენ შხამიან ნაყოფს ნუგბარის სახით, ყოველს ჩვენს კეთილ წამოწყებას ცრუ-სიკეთედ ქცევას უქადიან. მთელ თავიანთ მზაკვრობას, თავიანთ ბადეებსა და ხაფანგებს ისინი მშვენიერ, მომხიბლავ საფარველში ხვევენ. ამიტომ ვუყურებთ ეჭვით ამ "ტკბილ", "საამო", "ნეტარ" მდგომარეობას, შეუმოწმებლად არ ვღებულობთ არავითარ "გამოცხადებებს", "ხილვებს", "ჩვენებებს", "განათებებს" და სხვა უჩვეულო მოვლენებს. ჩვენ არც უეცარ ძლიერ გრძნობებს ვუჯერებთ, სინანულისა თუ ლოცვის დროს რომ გვაკითხავენ, და არც ერთბაშად გაჩენილ მხურვალე მოშურნეობას, რადგან ვიცით - ეშმაკს იოლად შეუძლია გვაცდუნოს. ამიტომ ვფრთხილობთ: აქ დაშვებულმა შეცდომამ ვაითუ უმძიმეს შედეგამდე - სულის წარწყმედამდე მიგვიყვანოს. და ასეთი სიფრთხილის მიუხედავად ეშმაკი ხშირად გვჯობნის და გვაცდუნებს. მაშ რაღა ითქმის მათზე, ვინც თვითონ ეძებს და ეძახის სწორედ ასეთ - ძლიერ, მკვეთრ, საამო გრძნობებს, ახალ-ახალ, უჩვეულო განცდებს, "ჩვენებებს", "გამოცხადებებს?" ასეთი ადამიანი მალე ბოროტ სულთა სრულ მფლობელობაში გადადის და სულით ხორცამდე მათი მონა ხდება. ეშმაკი მას მანამ შეიქცევს, ვიდრე სრულიად ჩაეფლობოდეს ნარკომანიის ჭაობში და დამპუკიდებელი პიროვნებიდან ნარკოტიკის დანამატად იქცეოდეს. ამიერიდან მის ცხოვრებას ერთადერთი მიზანი აქვს - როგორმე კვლავ აღმოჩნდეს იმ "სამეფოში", რომლიოს კარსაც ნარკოტიკი აღებს და "ვარდისფერი ნისლით" მოცულ არარსებულ სამყაროში ცხოვრობს. მაგრამ საბრალოს დემონები ამ ნუგეშსცას სტაცებენ - ნარკოტიკის მიღების სურვილი მატულობს, დოზები იზრდება, უმისოდ არსებობა ძნელდება, საამო შეგრძნება კი პირვანდელ ხიბლს კარგავენ, ქრებიან და ამ "ვარდისფერი ნისლის" მიღმა თანდათან ჩნდება ეშმაკის მახინჯი, საშინელი სახე.
მაშინ კი უკვე უხეშად დასცინის თავის მსხვერპლს, აღარ ეფერება და ეპირფერება, პირიქით, უმოწყალოდ თელავს და ხშირად თვითმკვლელობასაც ჩააგონებს - ეშმაკის საბოლოო მიზანიც ხომ სწორედ ისაა, სამუდამოდ დაიმონოს სული. თვითმკვლელობა ყველაზე შხამიანი კერძია იმათ შორის, რასაც ეშმაკი თავის რჩეულებს სთავაზობს
მაშინ კი უკვე უხეშად დასცინის თავის მსხვერპლს, აღარ ეფერება და ეპირფერება, პირიქით, უმოწყალოდ თელავს და ხშირად თვითმკვლელობასაც ჩააგონებს - ეშმაკის საბოლოო მიზანიც ხომ სწორედ ისაა, სამუდამოდ დაიმონოს სული. თვითმკვლელობა ყველაზე შხამიანი კერძია იმათ შორის, რასაც ეშმაკი თავის რჩეულებს სთავაზობს
|