
ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
თემა:
შრომა
ბუნება ჩვენი ხორციელი, ძმანო ქრისტიანენო, ერთობ მიდრეკილია და მსურველი ზარმაცად და უქმად დროების
ბუნება ჩვენი ხორციელი, ძმანო ქრისტიანენო, ერთობ მიდრეკილია და მსურველი ზარმაცად და უქმად დროების გატარებისა. შეჰხედე და დაუკვირდი შენს თავსაც და სხვათაც, როგორ უყვარს ყოველს კაცს მოსვენებით და მხიარულად გატარება სიცოცხლისა, და თუ ეს არ შეუძლია, მაშინ ეძიებს, რომ ისეთი რაიმე მსუბუქი და ადვილი საქმე გამოირჩიოს, რომელიც მისგან დიდს შრომას არ მოითხოვს. ესრეთი არის ჩვენი ბუნების თვისება. გარნა, როდესაც ჩვენ ყოვლის მხრით და კარგად გავშინჯავთ ჩვენსა მდგომარეობასა, ჩვენის ბუნების მოთხოვნილებათა, საჭიროებათა და გარემოებათა, რომელთა შინა კაცი იშვება და ატარებს ცხოვრებასა თვისსა, მაშინ ცხადად დავინახავთ, რომ შრომა არის საძირკველი ჩვენისა კეთილმდგომარეობისა და გარეშე შრომისა სხვა საშუალება არა აქვს კაცს, რომ მოიპოვოს ბედნეიერება და კეთილდღეობა. თვით ღმერთმა შრომისათვის და მუშაობისათვის დაჰბადა კაცი ქვეყანაზედ.
|