ავტორი:
არქიმანდრიტი გაბრიელი (ურგებაძე)
თემა:
ღვთის ნება
რაში გჭირდებათ ღვთის ნების გამოკვლევა, საჭიროების შემთხვევაში უფალი აგასრულებინებთ. თქვენ მხოლოლ ათი
რაში გჭირდებათ ღვთის ნების გამოკვლევა, საჭიროების შემთხვევაში უფალი აგასრულებინებთ. თქვენ მხოლოლ ათი მცნების დაცვა, აღსარება და ზიარება მოგეთხოვებათ. ღვთისმსახურს კი, ყოველივე სჭირდება. გულს უნდა ჰკითხო. როდესაც გული დაგაჯერებს - ის არის ღვთის ნება. როცა წმინდანები სთხოვდნენ უფალს, უფალი უჩვენებდა თავის ნებას, ხოლო ღვთის განგებას ვერავინ ჩასწვდება.
არსეობობს დაშვება, ნება და განგება. დაშვებაა, როცა უფალი გვაძლევს თავისუფლებას და როგორც ბოროტები, ასევე ადამიანები, რასაც გვინდა იმას ვაკეთებსთ. როცა უფლის ნება შემოდის, ბოროტნი და ადამიანები გაშეშებულნი ვართ. ამ შემთხვევაში უფალს რაც სურს, იმას აკეთებს. უფლის ნება ყოველთვის კარგია. უფლის ნება იყო სოდომი და გომორი რომ დაანგრია. უფალს უნდოდა ცოდვები აღმოეფხვრა. რაიმე რომ მოხდება, ზოგი იტყვის - ღვთის ნება იყოო. იქნებ, შენ იმ დროს ღმერთმა ისეთი ძალა მოგცა, როცა ოცი კი არა, ორმოცი კაცი უნდა მოგექცია. თუ რაიმეს გაკეთებას აპირებ, უნდა თქვა - იყოს ნება ღვთისა. ღვთის განგებულება მართავს ყველაფერს. ხან ნებას შემოუშვებს, ხან - დაშვებას და ამიტომ ხდება ასე. ღვთის განგებულებით ხდება ყველაფერი. როდესაც რაიმე საკითხს ვერ წყვეტ, არ შეგიძლია და არ იცი, როგორ მოიქცე, ღვთის განგებულებას უნდა მიენდო და აღარ იფიქრო მასზე. დაე, იყოს ნება შენი, უფალო! წარსულში, როდესაც რაიმე საკითხს ვერ გადაწყვეტდნენ, ყოველთვის ასე იქცეოდნენ.

|