
ავტორი:
წმ. იოანე კრონშტადტელი
წყარო:
ჩემი ცხოვრება ქრისტეში [გვ. 6]
თემა:
აზრები
რაკიღა ღმერთია აზრი დამფუძნებელი, ცოცხალი და მაცხოვნებელი, სწორედ რომ ცოდავს კაცი, თუკი თავისი
რაკიღა ღმერთია აზრი დამფუძნებელი, ცოცხალი და მაცხოვნებელი, სწორედ რომ ცოდავს კაცი, თუკი თავისი ფიქრებით განზე უდგას იპოსტასურ აზრს და მხოლოდ ამსოფლიური, ხრწნადი საგნებით იფარგლება, ასეთ ყოფაში მას საკუთარი სულიც უბრალო ნივთად ექცევა. განსაკუთრებით კი ისინი სცოდავენ, რომლებიც ღვთისმსახურებისას ან სახლში ლოცვისას თავისი ფიქრებით სულ სხვაგან დაჰქრიან. ასეთები უკიდურესად შეურაცხყოფენ ღვთაებას, რომელსაც ჩაჭიდებული უნდა იყოს ჩვენი აზრი
|