ავტორი:
ეპისკოპოსი ზენონი
თემა:
ოჯახი
ურთიერთობის საკითხები მათი ურთიერთობები ასაკობრივი ცვლილებების მიხედვით ვითარდება სხვადასხვა ეტაპზე.
ურთიერთობის საკითხები მათი ურთიერთობები ასაკობრივი ცვლილებების მიხედვით ვითარდება სხვადასხვა ეტაპზე. ბავშვობის პერიოდში ისინი ძირითადად აღიქვამენ ერთმანეთს, როგორც ურთიერთობით საშუალებას ბავშვური ფანტაზიებისა და წარმოსახვების უზრუნველსაყოფად. ყოველივე ამის განხორციელებაში ურთიერთთანამონაწილეობააკმაყოფილებს მათ მოთხოვნებს და ახდენს მათი პირადი სურვილებისა და ჭარბად არსებული ენერგიის რეალიზებას. ერთმანეთთან თანაცხოვრების შედეგად ურთიერთმიჩვევით და გენეტიკურ-ბიოლოგიური მიზეზით მათში ვითარდება და ღრმავდება ერთმანეთის სიყვარული. ამ გრძნობის სახეობრიობასა და ხარისხს განსაზღვრავს მათი პიროვნული თვისებები, რომელთა საშუალებითაც ყალიბდება და ღრმავდება ერთმანეთთან ურთიერთობა. ხაზგასმულია, რომ სწორედ ეს თვისებები და მისგან მომდინარე ურთიერთობითი სახეობები ქმნიან ერთგვარ წინაპირობას მათი მომავალი ურთიერთობისათვის.
მოზრდილობისა და სიჭაბუკე-ქალიშვილობის პერიოდიდან სხვადასხვა თვისებრივი, ორგანული, ფსიქოლოგიური და პიროვნული ობიექტური გარემოებების გამო ნელ-ნელა ხდება ურთიერთგამიჯვნა და განცალკევების შეუმჩნეველი პროცესი. ამავდროულად მათში იღვიძებს ურთიერსაჭიროებისა და ურთიერთდახმარების მოვალეობითი გარკვეულწილი პასუხისმგებლობები. ყოველივე ამას თან ერთვის მათი ინდივიდუალური ცხოვრების მოთხოვნილებისა და აუცილებლობის შეგნების გამძაფრება, რამეთუ მოგვეხსენება, გარკვეული დროის შემდეგ თითოეული მათგანი ექვემდებარება საყოველთაო ბუნებრივ პროცესს, პირადი ოჯახის შექმნის მოთხოვნილებითა და, საერთოდ, სხვადასხვაგვარი გარემოებების მიზეზით. ჩნდებიან პირადი მეგობრები და ეს ხდება საკმაოდ ადრეული ასაკიდან. ასევე, საკუთარ თავში ეტაპობრივად ისახება პიროვნული მიზან-მიმართულებები. ამგვარად, იქმნება პირადი, ინდივიდუალური სივრცე. ეს ყოველივე სრულიად გასაგები პროცესია. წარუშლელი რაც უნდა იყოს მათ მეხსიერებაში, შემდეგია: მათი ურთიერთობა განმსჭვალული და მიმართული უნდა იყოს ურთიერთპატივისცემის, სიყვარულის და დაძმობის, როგორც განსაკუთრებული მდგომარეობის, გათვალისწინებისა და დაცვისკენ. მათ ყოველთვის უნდა ჰქონდეთ განცდა, აუცილებლობის შემთხვევაში ერთმანეთს დახმარების ხელი გაუწოდონ.
ახლა ვისაუბროთ იმის შესახებ, თუ რა მიმართულებებსა და უნარ-ჩვევებს უნდა ავარიდოთ თავი. პირველი და მნიშვნელოვანი: არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაირღვეს უფლის ბოძებული თავისუფლებისა და თვითნებულობის პრინციპი ერთმანეთთან მიმართებაში.
ეს საშიშროება ძირითადად თან ახლავს დედმამიშვილთა შორის უფროსს, რომელიც, შინაარსმოკლებული უფროსობის განცდიდან მომდინარე, ცდილობს დაიქვემდებაროს მეორე ან ყველა და თავისი მსოფლმხედველობისა და გავლენის ქვეშ მაოქციოს. ხშირ შემთხვევაში ეს შეიძლება მომდინარეობდეს მოჭარბებული მზრუნველობის განცდიდან. დაუშვებელია ურთიერთმიჯაჭვულობა, ამის უარყოფითი მახასიათებლობის შესახებ უკვე აღვნიშნეთ კიდეც. ადამიანის პიროვნული ღირსების, მისი თვითშეგნების ხარისხი ვლინდება თავშეკავებულობაში, მისი ყოველმხრივი გაგებით. თუ ეს პრინციპები არ იქნება დაცული ერთმანეთთან მიმართებაში, ადგილი ექნება ერთმანეთისგან თავდაღწევის მუდმივ მცდელობას. თითოეული ადამიანის მოვალეობაა, გაუადვილოს მეორეს ცხოვრება, არ იქცეს ძნელად საზიდ ტვირთად. კეთილი სურვილების გამოვლენისა და განვრცობის არეალი არის ზომიერება ყველაფერში და მეტადრე ურთიერთობებში. თუ ამდაგვარი შეგნება არ იარსებებს, ადგილი ექნება ურთიერთგაუცხოებას. ურთიერთგაუცხოების მიზეზი კი ცუდი განზრახვა იქნება თუ კეთილი სურვილი, არსებითი მნიშვნელობა აღარ ექნება.

|