image

თემა: პატივმოყვარეობა

ცუდმედიდობა რომ დავძლიოთ, კეთილი საქმეები ფარულად უნდა ვაკეთოთ. ერთ ეპიზოდს გავიხსენებ მამათა ცხოვრებიდან. ერთმა მონაზონმა გადაწყვიტა, ეგვიპტეში, ეგრეთ წოდბული "მარილიანი ტბების" მიდამოებში მცხოვრებ ბერებს სწვეოდა. ქრისტესმიერმა ძმებმა იგი სიხარულით მიიღეს, მიართვეს ყველაფერი საუკეთესო, რაც ჰქონდათ, ფეხები დაბანეს და მანამ, ვიდრე მათთან იყო, ემსახურებოდნენ და დასვენების ყოველგვარ პირობას უქმნიდნენ. მოგზაურს არ უნახავს იქ არც ფსალმუნთა გალობა, არც ხანგრძლივი ლოცვა - ყოველივე ის, რასაც ელოდა. ამის გამო გულის სიღრმეში დრტვინვა დაიწყო და დაბრკოლდა. რამდენი დრო დავკარგე და როგორ დავშვერი, აქ რომ მოვსულიყავი, - ფიქრობდა იგი, - სულის სარგო კი ვერაფერი ვპოვე. გამოეთხოვა მონაზვნებს და უკან გამობრუნდა. ღმერთის ნებით, გზა, სადაც მას უნდა გაევლო, უდაბნოს წვრილი მტვრის ისეთი ნისლით დაიბურა, რომ მწირმა სიარული ვეღარ შეძლო. დიდხანს იცადა და ბოლოს ისევ ბერებთან დაბრუნდა. სენაკის კართან შეჩერდა, ფსალმუნთა გალობა ისმოდა. გადაწყვიტა, არ შეეჩერებინა ძმები, დაეცადა, ვიდრე გალობას მორჩებოდნენ, მაგრამ ფსალმუნება არ წყდებოდა, დიდხანს, დიდხანს გაგრძელდა. ვეღარ მოითმინა და დააკაკუნა. ბერებმა კარი რომ გაუღეს მწირმა წყალი მოითხოვა. მაგიდიდან წყლიანი სურა აიღო, როგორც კი მოსვა, გაოცდა - წყალი მარილიანი იყო. მოგზაური ფეხებში ჩაუვარდა სკიტეს იღუმენს და უთხრა: მამაო, ვერ გამიგია - რა ხდება აქ. თქვენთან რომ ვიყავი, თითქმის არ ლოცულობდით, გემრიელი წყალი და ღვინო დამალევინეთ, თქვენ თვითონ კი თურმე რას სვამთ! იღუმენმა უთხრა: შვილო ჩემო, ასეთი წესი გვაქვს - არვის ვუმხელთ, როგორ ვცხოვრობთ და ვლოცულობთ. მიგიღეთ, როგორც მგზავრი, პატივი გეცით; ჩვენ თვითონ საერთოდ მარილიან წყალს ვსვამთ - მარტო საკვებით კი არ ვმარხულობთ, წყალსაც ისე ცოტას ვსვამთ, რომ ყოველ ყლუპს ვითვლით... ასე რომ, მოგზაურმა მართლაც დიდი სარგებელი ჰპოვა სულისთვის
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები