
ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო:
ქადაგებანი იმერეთის ეპისკოპოსისა გაბრიელისა. II ტომი [გვ. 210]
ერთობ მავნებელი და დამღუპველია დაუდევნელობა, ძმანო ჩემნო. დაუდევნელი, წინდაუხედველი კაცი თვით ამ
ერთობ მავნებელი და დამღუპველია დაუდევნელობა, ძმანო ჩემნო. დაუდევნელი, წინდაუხედველი კაცი თვით ამ ქვეყანაზე არის ჭირში და განსაცდელში, პირდაპირ ვიტყვი, იგი დაემზგავსება პირუტყვს. პირუტყვმა არ იცის რა არის მომავალი და არ ჰფიქრობს ხვალინდელი დღისათვის, ხოლო კაცს როგორ შეენდობა, თუ არ იფიქრა მომავლისათვის. თუ ამ ქვეყანაზედ ვერ მოიპოვებს მოსვენებას, მით უმეტესად ვერ ეღირსება იგი საუკუნო ცხოვრებას. დაუდევნელობა უშლის, აყენებს კაცს, რომ გაისწოროს თვისი ცხოვრება, გასწმინდოს სინიდისი, გაისწოროს გონება, მოიშალოს ცუდი ზნეობა, შეუდგეს სათნოებასა.
|