წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
თემა: ერთობა

წმინდა მოციქული პავლე გვაჩვენებს საფუძველსა და მიზეზსა ჩვენისა ერთობისასა. იგი გვეტყვის, რომ ჩვენ

წმინდა მოციქული პავლე გვაჩვენებს საფუძველსა და მიზეზსა ჩვენისა ერთობისასა. იგი გვეტყვის, რომ ჩვენ ყოველნი ბუნებიდგანვე ვართ ერთ ხორც და ერთ სულ, ვითარცა წარმომდინარენი ერთისა კაცისაგან; და ეს ბუნებით ერთობა არის განტკიცებული ერთობითა მადლისათა, ვინაიდგან ჩვენ ყოველნი ვართ ჩინებულნი, ანუ წოდებულნი ერთითა სასოებითა: „ერთ ხორც და ერთ სულ, ვითარცა იგი იჩინენით ერთითა მით სასოებითა ჩინებისა თქვენისათა“. გარდა ამისა, და უმეტესად ამისა, ჩვენ ყოველთა გვყავს ერთი უფალი, მიგვიღია ერთი სარწმუნოება ნათლისღებითა: „ერთ არს უფალ, ერთ სარწმუნოება, ერთ ნათლისღება“. ბოლოს, რომელიც არის უდიდესი ყოვლისა – ჩვენ ყოველთა გვყავს ერთი ღმერთი და ზეციერი მამა: „ერთ არს ღმერთი და მამა ყოველთა, რომელი ყოველთა ზედა არს, და ყოველთა მიერ, და ჩვენ ყოველთა შორის“.
 
6