თემა: ოჯახი

იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული გაუგებრობა-უთანხმოებები, სასურველია და აუცილებელიც, მოხდეს

იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული გაუგებრობა-უთანხმოებები, სასურველია და აუცილებელიც, მოხდეს ახლად შექმნილი ოჯახის განცალკევება. დიდად სასარგებლოდ ან კიდევ ეთიკურადაც ვერ გამოიყურება, როდესაც ოჯახი თავსდება ოჯახში, მეტადრე მაშინ, როდესაც ახალდაქორწინებულთა მშობლების გარდა, მათთან ერთად ცხოვრობენ დედმაშვილები. არაერთი მაგალითი არსებობს დედმამიშვილთა ჩარევების შედეგად მეუღლეთა განშორებისა. ამიტომ ახალშეუღლებული ოჯახის განცალკევებული ცხოვრება ერთგვარი საშუალებაა დიდი ოჯახის შესანარჩუნებლად. ასეთ შემთხვევაში ბევრ უთანხმოებას ავირიდებთ თავიდან, ნუ დავივიწყებთ იმას, რომ, როდესაც იქმენაბ ოჯახი, იქ სიყვარულის ძაფებით დაკავშირებული არიან ახალგაზრდები და არა მათი მშობლები. ლოგიკურია, მეუღლეს უყვარს მეუღლე და არა მის რომელიმე მშობელს.
 
თემატური კითხვები
0