
ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო:
ქადაგებანი იმერეთის ეპისკოპოსისა გაბრიელისა. II ტომი [გვ. 230]
თემა:
მემთვრალეობა
გაიხსოვნე, რა დაგემართა შენ და რა მდგომარეობაში ჰყოფილხარ თუ საუბედუროდ დასთვერი. მეორე დღეს: თავი
გაიხსოვნე, რა დაგემართა შენ და რა მდგომარეობაში ჰყოფილხარ თუ საუბედუროდ დასთვერი. მეორე დღეს: თავი გტკიოდა, გული გერეოდა, გრცხვენოდა კაცის შეხედვისა, მოწყენილი იყავ და ყოველიფერი გეძაგებოდა. ამ სახით თავდება ყოველი უგნური და უწმინდური ლხინი. არა ესრეთია სულიერი ლხინი და ნუგეში. თუ საყდარში ტკბილად ილოცე, თუ კეთილი საქმე რაიმე აღასრულე, თუ სულიერი ტკბილი გალობით გამხიარულდი, მაშინ გამხნევდები, გასცოცხლდები, გული დამშვიდებული გაქვს, ყოველი კაცის სიყვარულსა ჰგრძნობ. „ნუ დაითვრებით ღვინითა, არამედ აღივსენით სულითა“ (ეფეს. 5.18–19).
|