წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)

სიმთვრალე ამდაბლებს კაცის ბუნებას. ღმერთმა კაცს მისცა უმთავრესნი და უმშვენიერესნი ნიჭნი: ჭკუა,

სიმთვრალე ამდაბლებს კაცის ბუნებას. ღმერთმა კაცს მისცა უმთავრესნი და უმშვენიერესნი ნიჭნი: ჭკუა, თავისუფლება, ზნეობითი გრძნობა, რომელნიც კაცს გაასწორებენ ანგელოსთა თანა და შეადარებენ ღვთაებასთანა. გარნა სიმთვრალე დააბნელებს ჭკუას, წაართმევს თავისუფლებას, დაამზგავსებს პირუტყვს; ერთი სიტყვით, წაართმევს მას კაცობრივს ბუნებას. მამათა შორის ბასილი იტყვის მემთვრალეთა ზედა: „მემთვრალე არ არის ღირსი იცხოვროს საზოგადოებაში; იგი უნდა დააყენონ და სცხოვრებდეს პირუტყვთა შორის“. შეიძლება და ხშირადაც მოხდება, რომ მემთვრალე კაცს აქვს ზოგიერთნი კეთილნი თვისებანი, გარნა იგინი არიან დამდაბლებულნი ერთითა ამით მისისთა საშინელითა ვნებითა.
 
თემატური კითხვები
0