დეკანოზი თეოდორე გიგნაძე
თემა: ოჯახი

უნდა ვთქვათ, რომ ხორციელი სიყვარულის უნარიც ცხოველურია. მაგრამ მამაკაცს და დედაკაცს ერთმანეთი რომ

უნდა ვთქვათ, რომ ხორციელი სიყვარულის უნარიც ცხოველურია. მაგრამ მამაკაცს და დედაკაცს ერთმანეთი რომ უყვართ, შესაძლებლობა ეძლევათ, შექმნან ოჯახი. მათ თავიანთი არჩევანი და გადაწყვეტილება ღვთის წინაშე, ღვთისადმი სიყვარულით უნდა მიიღონ. ასეთი ოჯახი წმინდაა და უბიწო. წმინდა პავლე მოციქული სწორედ ამგვარ შექმნილ ოჯახზე ამბობს: წმინდაა ოჯახი, რომელიც უფლისგან იკურთხებაო. უფალი თავად იყო მისული ქორწილში და ტრაპეზი გაიზიარა მექორწილეებთან. აქედანაც ჩანს, რომ უფლისაგან კურთხეულია ქორწინება და ღვთივკურთხეული ოჯახიც განწმენდილია, წმიდაა. ქორწინება უფალთან მისასვლელი საიდუმლოა. ერთ-ერთი ღვთისმეტყველი ამბობს, რომ მღვდლისმიერ აღსრულებული ქორწინების წმიდა საიდუმლო, ჯვრისწერა, მხოლოდ დასაწყისია ამ საიდუმლოსი. წმინდა საიდუმლო ქორწინებისა თავად ქმრისა და ცოლის ურთიერთობაა. ჯვრისწერისას კურთხევა ეძლევა მომავალ ცოლ-ქმარს, რათა ერთად, ერთმანეთის შეწევნითა და ცოლქმრული უღლის ერთად გაწევით ერთმანეთს გაუადვილონ სიარული უფლისაკენ მისასვლელ ვიწრო გზაზე. ადამიანი ამ დროს ეგოიზმისაგან თავისუფლდება, სწავლობს თავგანწირვას, მორჩილებას, ცხოვრებას არა საკუთარი თავისთვის, არამედ სხვისთვის (მეუღლისთვის, შვილებისთვის). ამიტომაა დიდი სიკეთე ქორწინება.
 
თემატური კითხვები
0