წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
თემა: ოჯახი

დიდი და ფრიად საჭირო სათნოებაა ადამიანისათვის საკუთარი თავის უარყოფა, ე.ი. სხვისთვის თავის შეწირვა.

დიდი და ფრიად საჭირო სათნოებაა ადამიანისათვის საკუთარი თავის უარყოფა, ე.ი. სხვისთვის თავის შეწირვა. ამ მცნების შესრულების საუკეთესო შემთხვევაც ოჯახში გვაქვს. ასევე სიწმინდეს, სულგრძელობას, სიმშვიდესა და სხვა ქრისტიანულ სათნოებებს ვერსად ისე ვერ შეიძენს კაცი და ვერ განამტკიცებს, როგორც საკუთარ ოჯახში. და მესამეც: კაცის ხასიათი ისე კარგად არსად არ მჟღავნდება როგორც შინ, მახლობელთა შორის. თუ გარეთ შეუძლია თავისი ნამდვილი დამალოს და გარშემომყოფთ კარგ ადამიანად ეჩვენოს, ოჯახში ყოველ წამს და ყველა შემთხვევაში გამოჩნდება სინამდვილეში ვინაა იგი - კეთილი თუ ბოროტი.
 
თემატური კითხვები
0