
ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
თემა:
ოჯახი
კეთილი შინაური ცხოვრება კეთილი ქრისტიანობის საფუძველი იმიტომაც არის, რომ ქრისტიანი ქრისტეს მცნებას
კეთილი შინაური ცხოვრება კეთილი ქრისტიანობის საფუძველი იმიტომაც არის, რომ ქრისტიანი ქრისტეს მცნებას ისე ვერსად ვერ აღასრულებს, როგორც საკუთარ სახლში, ოჯახში. ქრისტეს პირველი მცნება სიყვარულია; სად შეიძლება უკეთესად სიყვარულის გამომჟღავნება, ვიდრე ოჯახში? აქ გამოჩნდება, როგორი გული გაქვს და ნამდვილად შეგიძლია თუ არა მოყვასის შეყვარება. თუ დედ-მამა, და-ძმა და ნათესავ-მახლობლები ვერ შეიყვარე, ყოველთა სხვათა მოყვასთა, როგორღა შეიყავრებ?
|