image

თემა: სიბოროტე

...ჩვენ გვაბრმავებს აგრეთვე ბოროტება. აკი პირდაპირ წერია სახარებაში: "მოძულე ძმისა თვისისა ბნელსა შინა ვალს". სანამ ჩვენს გულში მტრობას და ბოროტებას აქვს ადგილი, ბრმები ვართ. ბოროტება ადამიანის გულზე დადებული ლოდია. რამდენადაც უნდა ვიმართლოთ თავი და გავაშავოთ ჩვენი შეურაცხმყოფელი, ამით მაინც ვერ დავმშვიდდებით, პირიქით, ჩვენს გულში თითქოს ცხელი, აზვირთებული, მარილიანი ზღვის დუღილს შევიგრძნობთ. და თუ მივუტევებთ მოძულეს, მივუტევებთ მთელი გულით, საბოლოოდ, ისე, რომ აღარ გავიხსენებთ უწინდელ წყენას, მაშინ დავმშვიდდებით, გავთავისუფლდებით და თითქოს ეს დიდი ლოდი, გულზე რომ გვაწევს, დაიფშვნება და დაცვივა. მაშინ ჩვენი გულიც აღდგება, როგორც მიცვალებული, რომელიც საფვალის წყვდიადიდან აღდგა და ნათელი იხილა
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები