წმ. იოანე კრონშტადტელი - აზრები
წმ. იოანე კრონშტადტელი

თემა: აზრები

ჩვენ იმიტომ ძალგვიძს აზროვნება, რომ აზრს არ გააჩნია ზღვარი, იმიტომ ვსუნთქვთ ასე თავისუფლად, რომ ჰაერის სივრცე არაა შემოფარგლული. სწორედ ესაა მიზეზი, რომ ყველა რიგიანი და ნათელი აზრი, ნებისმიერ საგანთან დაკავშირებული, შთაგონებადაა მიჩნეული. ჩვენი აზრის დინებაც, გნებავთ სვლა თქვით, სწორედ რომ მოაზროვნე, ზღვარდაუდებელი სულის არსებობითაა განპირობებული. და რას ამბობს მოციქული? "არა თუ თავით თვისით შემზლებელ ვართ შერაცხვად რასმე, რეცათუ ჩუენგან, არამედ შეძლებაიცა ჩუენი ღმრთისაგან არს" - (2.კორ.3.5) და ამიტომაა, რომ მაცხოვარი ბრძანებს: "და რაჭამს მიგცნენ თქუენ, ნუ ზრუნავთ, ვითარ ანუ რასა იტყოდით, რამეთუ მოგეცეს თქუენ მას ჟამსა სინა, რასა-იგი იტყოდით" (მთ.10,19). ასე რომ ხედავ, აზრი, თვითონ სიტყვაც კი (შთაგონება) გარედან შემოდის. თუმცა, ეს ხდება მაშინ, როცა ადამიანზე მადლი გადმოდის, ან გასაჭირშია კაცი. მაგრამ ჩვეულებრივ მდგომარეობაშიაც კი ყველა ნათელი აზრი ღვთისგან, ან მფარველი ანგელოზისგანაა. ხოლო უკეთური და ბნელი ფიქრები - ჩვენი დაცემული ბუნებიდან, ან ეშმაკისგან მოდის, რომელიც სად გინდა, არ იყოს ჩასაფრებული. მაშ, როგორ უნდა იქცეოდეს ქრისტიანი? "ღმერთი არს რომელი შეიქმს თქუენთანა" (ფილ.2,13).
    საერთოდაც, ყველგან დედამიწაზე, მთლიანად მთელს ხილულ სამყაროში აზრის მეუფება ბატონობს. ვამბობ ამ სოფელს და მისი არსებობის ნირსა და წესს, გნებავთ სიცოცხლე დედამიწაზე ურთიერთობები სტიქიებისა: ჰაერისა და წყლისა, მიწისა და ცეცხლისა; სრულიად სხვადასხვა ელემენტებია გაბნეული ჩიტებში, თევზებსა და ქვეწარმავლებში, ადამიანში - ნახეთ ეს სიბრძნე, შესაბამისობა წყობისა, მატი უნარი და ქცევა, წესი და ჩვევები; გნებავთ მცენარეების აგებულება აიღეთ, მათი საზრდოობის ნირი თუ სხვა... ერთი სიტყვით, ყველგან დაინახავს კაცი აზრის სუფევას, უსულო ქვასა და მის ციცქნა ნაწილაკებსიც კი.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები