ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)
თემა: სიხარული
თუ ვისმეს გაგიჩნდეს გულში წმინდა, ღვთისნიერი სიხარული, ზომაზე არ გადახვიდე. ღვთის წინაშე და ღვთის მადლისაგან გახარებული კაცი, სიხარულსაც კრძალვით და შიშით უნდა შეაზავებდეს: „ჰმონეთ უფალსა შიშით და უგალობდით მას ძრწოლით, – იტყვის დავით წინასწარმეტყველი (ფსლ. 2, 11).