თემა: მიტევება

არ კმარა მარტო პატიება სიტყვიერი, დარეგნული; პატიება უმეტესად სჭიროა შინაგანი, უხილავი. ეს კი

არ კმარა მარტო პატიება სიტყვიერი, დარეგნული; პატიება უმეტესად სჭიროა შინაგანი, უხილავი. ეს კი ნაყოფია სრულყოფილი სიყვარულის. ადამიანი მაშინ შეძლებს პატიებას სხვისი ცოდვების, როცა თავისად მიიჩნევს ცოდვებს უცხო ადამიანების, როცა გულამდე მიიტანს სხვის ტკივილს.
    ამიტომ ძმაო, თუ გეძნელება პატიება მოყვასის ცოდვებისა, ეს ნიშანია უსიყვარულობის. უსიყვარულობა მომასწავებელია ღვთისაგან სიშორის; ღვთისაგან სიშორე კი ადამიანისთვის არის დამღუპველი. ამიტომ კაცო, თუ მიხვდი, რომ შორს არის შენგან სრული სიყვარული, დაიტირე თავი შენი, რომ გაგხადოს ღმერთმა ღირსი ამ დიდებული ნიჭის მომადლების. დაიტირე თავი შენი, წარსდეგ უფლისა და კაცის წინაშე მონანული და დამდაბლებული და მაშინ შეგეწევა უფალი ღმერთიცა და ადამიანიც. მიზეზი სხვათა შეცოდების უპირველესად ეძიე შენში და დაადანაშაულე თავი. საკუთარი ნებით დამდაბლებული და პატივაყრილი, ნაკლებ შეამჩნელ წყენას გარეშე ადამიანები, ეს კი შეგძენს იმათ სიყვარულს და მოგანიჭებს შინაგან სიმშვიდესა და სიხარულს, - სასურველს ყოველი ადამიანისათვის.
    ასე რომ, საყვარელნო, შევუნდოთ ერთმანეთს დანაშაული და მოვიპოვოთ მშვიდობა და სიხარული, რათა გავხაროთ უფალი ჩვენი, რომლისა არს დიდება და თაყვანისცემა, უკუნითი უკუნისამდე, ამინ!
 
თემატური კითხვები
0