წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)

რამ უნდა განაღვიძოს და განამტკიცოს ადამიანის გულში პატიოსნება? იმის შეგნებამ, რომ მას აქვს პატივი

რამ უნდა განაღვიძოს და განამტკიცოს ადამიანის გულში პატიოსნება? იმის შეგნებამ, რომ მას აქვს პატივი მინიჭებული ღმრთისაგან, უნდა ახსოვდეს საკუთარი ღირსება, თავისის ბუნების სიმაღლე და დიდება. კაცის ბუნებას შეუფასებელი ღირსება აქვს, რადგან თვით შემოქმედმა ღმერთმა მისი ცხონებისა და განათლებისათვის თვით საკუთარი ძე არ დაზოგა და რადგან უფალმა იგი თავის ღმრთეებრივ ბუნებასთან შეაერთა. კაცობრივი ბუნების ასეთ სიმაღლეს კი ისე არაფერი ამდაბლებს, როგორც სიცრუე და მზაკვრობა. მეორე, რაც ჩვენში პატიოსნებას განამტკიცებს, ის აზრია, რომ პატიოსნების გარეშე კაცი არც კარგი ქრისტიანი იქნება და არც კარგი მოქალაქე, ანუ საზოგადოების წევრი. ქრისტიანობა აღსრულებაა იმ პირობისა, რომელიც ჩვენ ნათლისღების დროს ღმერთს მივეცით, სახელდობრ, რომ წმინდა, მართალი და ღმრთისა და მოყვასის მოყვარული ვიქნებოდით.
 
0