წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე) - რწმენა
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)

თემა: რწმენა

მაცხოვარი არის ჭეშმარიტი, საყვარელი სიძე ჩვენისა სულისა (იგავი ათი ქალწულის შესახებ, შდრ. მათ. 25.4); ხოლო ათი ქალწული გვიხატავენ სულთა ყოველთა ქრისტიანეთასა; ლამპარნი და ზეთნი გამოჰხატვენ სარწმუნოებასა და მათსა წმიდა ცხოვრებას, რომელნიცა არიან ორი უმთავრესნი სათნოებანი ჭეშმარიტთა ქრისტიანეთა. ჩვენ ყოველნი ოდესმე უნდა შვეგებნეთ ჩენს ზეციერს სიძესა, მეორესა მისსა მოსვლასა. ბედნიერნი იქნებიან ისინი, რომლებიც, მსგავსად ხუთთა ბრძენთა ქალწულთა, სცდილობენ დაიცვან თავის სულში აღნთებული ლამპარი სარწმუნოებისა, წმიდითა ცხოვრებითა და კეთილითა საქმეებითა. იგინი შეეგებებიან თავიანთ ზეციურს სიძესა და იქმნებიან მიღებულნი მის ზეციერ სასუფეველში. წინააღმდეგ ამისა, უბედურნი იქმნებიან ისინი, რომელნიცა, მზგავსად ხუთთა სულელთა ქალწულთა, რომელთაც კი ჰქონდათ სარწმუნოება, მაგრამ სარწმუნოება მათი მჩატე ჭკუის და დაფანტული ცხოვრების გამო, არ იყო შემკული კეთილთა საქმეთაგან და ამიტომ მათი სარწმუნოებაც განჰქრა გულისაგან.
image
 
თემატური კითხვები
აქტუალური თემები