ავტორი:
დეკანოზი არჩილ მინდიაშვილი
უფალი ამბობს თქვენი სიტყვა ჰო იყოს ჰო და არა არა იყოს. აი, ამ ღვთისმოსავ ცხოვრებას რაც შეეხება ჩვენ
უფალი ამბობს "თქვენი სიტყვა "ჰო" იყოს "ჰო" და "არა" არა იყოს. აი, ამ ღვთისმოსავ ცხოვრებას რაც შეეხება ჩვენ უნდა ვიყოთ პრინციპულები და თანამედროვეობის სულს კი არ უნდა მივსდევდეთ მარჯვნივ ან მარცხნივ კი არ უნდა ვიხრებოდეთ, არამედ შევინარჩუნოთ მრწამსი. მერე რა, რომ თავგადასული გარყვნილი და გალაღებული - გაამპარტავნებული კაცობრიობის დიდი ნაწილი დღეს ჩვენ კონსერვატორებს, არაპროგრესულებს გვიწოდებს? ჩვენ გავიგეთ ბოლოს და ბოლოს, როცა საზღვრები გაიხსნა თუ რა არის პროგრესი, მანამდე ჩვენ პროგრესი და ცივილიზაცია სხვა რამ გვეგონა, სხვაგვარად აღვიქვამდით და გვასწავლიდნენ სკოლაში და ინსტიტუტებში. ჩვენ გავიგეთ თურმე - რა ყოფილა პროგრესი და ცივილიზაცია; ეს არის ბოროტების ზეიმი ყველა თვალსაზრისით და პირველყოვლისა მისი უტყუარი ნიშნის ძალმომრეობისა და გარყვნილების სახით. სიცრუის ზეიმი არის დღეს დედამიწაზე.
|