თემა: რწმენა

აუცილებელია, გწამდეს არა მხოლოდ გონებით, არამედ გულისხმიერი მცნობელობით. ასე უნდა ისწარფოდე

აუცილებელია, გწამდეს არა მხოლოდ გონებით, არამედ გულისხმიერი მცნობელობით. ასე უნდა ისწარფოდე ღვთისაკენ. გულისმიერი ლტოლვა უფლისაკენ ქმნის რწმენის გამომხატველ მაცოცხლებელ ნაყოფს, რომელიც შინაგანი და გარეგანი მდგომარეობის თანხმობითაა ერთობლიობაში აღმოცენებული. საღმრთო რწმენის ნაყოფი ისახება თითოეული ჩვენგანის პირად ცხოვრებაში. ასე მაგალითად: თუ შეგვიძლია, ვიცხოვროთ სხვისთვის, მისი ბედნიერებისათვის, მიანიშნებს იმაზე, რომ ვეზიარეთ რწმენას და ჩვენში აღიძრა შემოქმედის ქველმოქმედებითი თვისება. თავად ქველმოქმედება ქველმოქმედის შემოქმედებაა. ეს სიკეთეა და რაც სიკეთეა, იგი თავისთავად მშვენიერებაა და მარადიულობასთან არის წილნაყარი. ამდენად, რწმენით აღსრულებული, ღვთისათვის სათნო ნებისმიერი მოქმედება შესაძლებლობაშიც არსებულიც რეალობად ქცევის გამომხატველია, იგი პირმშოა სიყვარულისა.
 
თემატური კითხვები
6