
ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო:
ქადაგებანი იმერეთის ეპისკოპოსისა გაბრიელისა. II ტომი [გვ. 369]
ვნება და ზარალი, რომელსა ერთი მეორეს მისცემენ კაცნი, იქნება ხორციელი და სულიერიც; უკანასკნელი უფრო
ვნება და ზარალი, რომელსა ერთი მეორეს მისცემენ კაცნი, იქნება ხორციელი და სულიერიც; უკანასკნელი უფრო დიდი და საძაგელი ცოდვა არის, ვიდრე პირველი. თუ შენ, ძმაო, სიტყვით ანუ მაგალითით აცთუნე ვინმე მოყვასთაგანი, ესე იგი ცოდვა ასწავლე, ცუდ საქმეში შეიყვანე, გარყვნილებას მიაჩვიე, ეს ასწილ უმწარესი ცოდვა არის, ვიდრე ნივთიერი ზარალი, რომელსაც ქურდი მისცემს კაცს; ამისთანა მოქმედება საუკუნოდ წარსწყმედს კაცის სულს, საუკუნოდ ზარალში ჩააგდებს. ამისთვისაც, საღმრთო წერილი იტყვის: „უმჯობესი არის კაცმა მოიკიდოს კისერზე ლოდი და ჩააგდოს ზღვაში თავი თვისი, ვიდრეღა აცთუნოს ერთი ამათ მცირეთაგანი“.
|