
ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)
თემა: სიცრუე
კაცი, როგორც თავის თავს არ მოატყუებს, ეგრევე თავისი მოყვასიც არ უნდა მოატყუოს. როგორც ხელი კაცისა, ასე ვსთქვათ, პირს არ მოატყუებს და ნაცვლად პურისა ქვას არ მისცემს საჭმელად, ეგრევე ერთმა კაცმა მეორე კაცი არ უნდა მოატყუოს, რამეთუ ვართ ურთიერთას ასოებ. ერთი მეორის ასოები არათუ მხოლოდ მით ვართ ჩვენ, რომელ ერთი კაცისაგან ვართ შთამომავალი და ერთი სისხლი და ერთი ხორცი გვაქვს, არამედ მით, რომ თვით ამ ქვყანაში, ამ ცხოვრებაში ისე დაახლოებული ვართ ერთი მეორესთან, ისე საჭირონი ვართ ერთი მეორისათვის, როგორც ასონი ანუ სახსარნი კაცის გვამში. როდესაც ჭეშმარიტებას და სიმართლეს ვეტყვით და ვასრულებთ ურთიერთ შორის, მაშინ ერთი მეორეს შევეწევით და სიცოცხლეს შევუმსუბუქებთ; როდესაც ვატყუებთ ერთი მეორეს, მაშინ ვაწუხებთ და ვამძიმებთ.