
ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
თემა:
სიცრუე
სიცრუეს მისთვის უნდა ვერიდებოდეთ, რომელ სიცრუე არის თითქმის საფუძველი ყოველთა სხვათა ცოდვათა.
სიცრუეს მისთვის უნდა ვერიდებოდეთ, რომელ სიცრუე არის თითქმის საფუძველი ყოველთა სხვათა ცოდვათა. ზოგიერთი ცოდვა კიდეც დაიწყება და კიდეც გათავდება სიცრუით; და სხვანი ცოდვანი, თუ პირდაპირ არ აღსრულდებიან სიცრუით, მაინც სიცრუე არ შეიძლება არ გაერიოს მათში. მაშასადამე, ვინც სიცრუეს განეშორა და ყოველთვის ჭეშმარიტებას იტყვის, მან ამით შესავალი დაუხშო ყოველს ცოდვას თავის გულში.
|