წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
თემა: რჩეული

თუ მდიდარი და წარჩინებული ხარ, ყოველივე ეს ღმერთმა იმიტომ მოგცა, რომ კეთილად ისარგებლო შენი

თუ მდიდარი და წარჩინებული ხარ, ყოველივე ეს ღმერთმა იმიტომ მოგცა, რომ კეთილად ისარგებლო შენი მდგომარეობით და არა მხოლოდ აქ მცირე ხნით იყო რჩეული, არამედ მარადიულად, სერობასა შინა ღმრთისასა. ხოლო თუ მდაბალი და ღარიბი ხარ, შენი ასეთი მდგომარეობა ღმრთისაგან მოწოდებად უნდა მიიღო, ჰმადლობდე უფალს და რჩეულთა შორის შენც მოხვდები. გაიხსენე, რომ როცა მდიდრებმა ღმერთისაგან მიწვევა უარყვეს, მან მონანი წარგზავნა და სახლში უცხონი, ღარიბნი და გლახაკნი შემოიყვანა. შენც ეცადე, რომ სიგლახაკითა და მოთმინებით გახდე რჩეული და შეხვიდე სახლსა უფლისასა
 
0