
ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
თემა:
რჩეული
რჩეული, ანუ ცხონებული კაცი მხოლოდ ორ შემთხვევაში შეიძლება იყოს: 1) თუ მან შობიდან სიკვდილამდე თავი
რჩეული, ანუ ცხონებული კაცი მხოლოდ ორ შემთხვევაში შეიძლება იყოს: 1) თუ მან შობიდან სიკვდილამდე თავი უბიწოდ დაიცვა, ისე, რომ ცოდვას არასოდეს დამონებია, მაგრამ საღმრთო წერილი ასეთებად მხოლოდ ორს - იესო ქრისტესა და ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელს ახენებს. მაცხოვარი ჩვენი უბიწო იყო და ცოდვა არ იცოდა, იმიტომ, რომ მასში კაცობრივი ბუნება ღმრთაებრივთან იყო შეერთებული, ხოლო ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელი, თუმცა ქვეშერდომი იყო ცოდვისა, მაგრამ ღმრთისა განგებით, რამენადაც იგი ღმერთმა თავისი მხოლოდშობილი ძის დედად ამოირჩია, ყოველი ცოდვისაგ დაცული იყო. ყველა სხვაზე, რომელიც ადამის მოდგმას ეკუთვნის, საღმრთო წერილი ამბობს: აჰა ესერა უსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან (ფს. 50,5).
|