ავტორი:
არქიმანდრიტი გაბრიელი (ურგებაძე)
თემა:
სამება
ღმერთი ერთია, მაგრამ სამპიროვანი - მამა, ძე და სულიწმიდა, რომელიც ნათლისღებით გამოჩნდა. თვითონ
ღმერთი ერთია, მაგრამ სამპიროვანი - მამა, ძე და სულიწმიდა, რომელიც ნათლისღებით გამოჩნდა. თვითონ სიტყვა "მართმადიდებელი" მიგვანიშნებს, რომ ჭეშმარიტი სარწმუნოება მხოლოდ ეს არის. იერუსალიმში მაცხოვრის საფლავზე ცეცხლის გარდამოსვლაც ამას ადასტურებს. უფალი რომ ბრძანებს, - გავაჩინოთ კაცი ჩვენს ხატად, ჩვენს მსგავსად, ს ხომ სამება ბაასობს ერთმანეთში. აბა ანგელოზს არ შეუძლია შექმნა. გავაჩინოთ, - ქთვა ქრისტემ და, ამიტომაც, სიტყვა ღვთისა მოევლინა და არა მამა, ან სულიწმინდა. თან იშვა, რადგან იქაც, ცაში ძე იყო, რომ პიროვნებ არ დარღვეულიყო.
მამრეს მუხასთან აბრაამს რომ უფალი გამოეცხადა, შუაში იყო ქრისტე, სიტყვა ღვთისა, ხოლო აქეთ-იქით - მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზები. ანგელოზები განასახიერებენ მასთან ერთად წმინდა სამებას. რუბლიოვმა ახალაღთქმისეულად დახატა წმინდა სამება ანგელოზების სახით. შუაში ძე - სიტყვა ღვთისა - დაბრძანებულია და იღებს სასმისს - მსხვერპლშეწირვის ბარძიმს, რაც იმას მოასწავებს, რომ უნდა მოვლენილიყო და ჯვარცმულიყო. რუბლიოვის ხატზე განცხადებულია საუბარი წმინდა სამებისა, რომ განკაცებულიყო სიტყვა ღვთისა. მამაღმერთის ნებას ქრისტე უხრის თავს და სულიწმიდაც თავს ხრის, რომელიც ეთანხმება განხორციელებას. სინამდვილეში, უფალს რად უნდა ფრთები, ის ხომ სულ არს; მამის უკან სახლი დგას, ძის უკან - ხე, რისგანაც გამოიხსნა კაცობრიობა ჯვარცმით, სულიწმიდის უკან კი კლდე - სიმტკიცე და ძალი.
აი ღმერთი - წმინდა სამება - წარმოვიდგინოთ, როგორც მზე. ის ხომ დისკოსგან, სინათლისა და სითბოსგან შედგება. მამა შევადაროთ დისკოს, ქრისტე - ნათელს; სულიწმინდა კი - სითბოს. გამოყავი მზისგან რომელიმე, ხომ ვერ იქნება მზე?! ასევე წმინდა სამებაც ვერ იქნება ერთმანეთის გარეშე. მამა იმას ნიშნავს, ვისაც ძე ჰგავს, ძის გარეშე მამა ვერ იქნებოდა; ესე იგი, არ არსებულა ისეთი დრო, რომ მამა იყო და ძე - არა. სულის გარეშე კი, ღმერთი არ იქნებოდა. რაც უნდა მამას, იმას იქმს; რაც უნდა ძეს, იმას იქმს; რაც უნდა სულიწმიდას, იმას იქმს. სამივეს ნება ერთმანეთს ემთხვევა. გასაგები რომ იყოს, ღმერთი წარმოვიდგინოთ მისი ხატებისა და მსგავსების, ადამიანის სახით.
განვიხილოთ, რას ნიშნავს "მამას რაც უნდა, იმას იქმს":
მამა არის დამბადებელი აზრი, როცა ადამიანი სახლის შენებას იწყებს, ჯერ აზრი მოდის თავში, რომ ააშენოს. შემდეგ ამბობს სიტყვას - "უნდა ავაშენო"; აუცილებელი არაა, ხმამაღლა იტყვის თუ არა თავისი სულით, ძალით იწყებს შენებას.
ახლა განვიხილოთ - "რაც უნდა ძეს, იმას იქმს":
ძე არის სიტყვა, მამისაგან შობილი გონი. ხომ გაგიგიათ - რა უაზრო რამ თქვაო - ჩვენ რასაც ვამბობთ, იმას ზოგჯერ არ ვასრულებთ. ღმერთი კი ტყუილად არაფერს ბრძანებს, რასაც იტყვის, იმას ასრულებს. ადამიანმა წარმოთქვა სიტყვა - სახლი უნდა ავაშენოო - და იწყებს შენებას. მისი ძალი და აზრი მასთანავეა.
ახლა განვიხილოთ, რას ნიშნავს - "რაც უნდა სულიწმიდას, იმას იქმს".
ადამიანს არც აზრი მოუვიდა, არც სიტყვა უთქვამს, მაგრამ სულმა გაუწია და დაიწყო სახლის შენება.
ეს სამი თუ ადამიანში წინააღმდეგობას არ იწვევს და შეთანხმებულია, მითუმეტეს, ღმერთში როგორ იქნება.

|