
ავტორი:
წმ. იოანე ოქროპირი
წყარო:
წმიდა მამათა სწავლანი [გვ. 17]
თემა:
მოთმინება
ცხორებაი ყოველთა წმიდათა და მართალთაი მოთმინებითა განშუენებულ და განბრწყინვებულ არს. ამისთვის, ჰოი
ცხორებაი ყოველთა წმიდათა და მართალთაი მოთმინებითა განშუენებულ და განბრწყინვებულ არს. ამისთვის, ჰოი კაცო, გიყუარდინ მოთმინებაი, ვითარცა ფსალმუნი გასწავებს და გეტყვის: "დაუთმე უფალსა, დაიცევ გზანი მისნი" (ფსალმ. 36,34). და წმიდაი მოციქული მავლე გასწავებს, რაითა მოიგნე საქმენი კეთილნი, და იტყვის, ვითარმედ: "მწუხარებასა შინა მოთმინებაი" (რომ. 5.3). და ოდეს მოიგო მოთმინებაი, მაშინ ჰპოვო წყაროი ცხორებისაი, რომელ არს სასოებაი, რამეთუ იტყვის, ვითარმედ: "მოთმინებამან ყვის გამოცდილებაი და გამოცდილებამან სასოებაი, ხოლო სასოებამან არა არცხვინის (ჰრომ. 5, 4-5)
|