ავტორი:
წმ. იოანე ოქროპირი
თემა: ბოროტი გულისთქმანი, წმინდანთა სწავლების კითხვა
ოდეს მოგიხდეს შენ გულის-სიტყვაი ბოროტი, იხადე მახვილი შიშისა ღმრთისაი, და მით განჰკუეთო ყოველი ძალი მტერისაი, და გაქუნდინ შენ მარადის წიგნნი საღმრთონი ნაცვალად საყვირისა. და ვითარცა, რაჟამს საყვირსა დასციან, მუნთქუესვე მხედარნი შეკრიბიან. ეგრეცა რაჟამს წიგნთა საღმრთოთა ხმა-ყვიან ჩუენდა მომართ, მუნთქუესვე შეკრბიან გულის-სიტყუანი ჩუენნი მხედართა მეფისათა, მბრძოლთა მტერთა მიმართ, და ვითარცა საყვირმან, რაჟამს ხმა-ყვის ჟამსა ბრძოლისასა, განაღვიძნის და მოსწრაფე ყუნის მბრძოლნი იგი, ვითარცა მკუდარნი, და მაშინ ეწყვნიან მტერთა ძლიერად