ავტორი:
არქიმანდრიტი სოფრონი (სახაროვი)
თემა: ასკეტიზმი
სამყაროში „დაღუპვლის დინამიკის“ ზრდასთანდ ერთად, იზრდება კაცობრიობის ტანჯვაც, ამიტომ უფრო და უფრო აქტუალური ხდება მისი დაძლევის აუცილებლობა. რაც უნდა გაუმართლებელი იყოს ეს ტანჯვა, რომელიც შედეგია მხოლოდ ცოდვისა და არც ერთ შემთხვევაში არ არის ობიექტური ანუ უფლისაგან მოცემული ცხოვრების პირობები, ის მაინც რეალობაა, რომელიც მძაფრად მოიცავს ჩვენს ცხოვრებას. განურჩევლად ყველა იტანჯება. ერთნი უარყოფითი მნიშვნელობით, რამეთუ ჩართულნი არიან ამქვეყნიურ ვნებებში, მეორენი დადებითი – კაცობრიობისადმი თავიანთი სიყვარულის გამო, მაგრამ რადგანაც ადამიანის მყოფობის არსი ტანჯვა არ არის, დგება ამ ტანჯვისაგან თავის დახსნის საკითხი, ხოლო ხსნის გზას გონიერი ადამიანი მიჰყავს მოღვაწეობამდე, ასკეტიზმამდე.
|
|