თემა: რწმენა

ძირი ყოვლისა სასოებისა კეთილისაი ესე არს - სარწმუნოებაი პირველად შეურყეველი, მარხვაი სიწმიდით,

ძირი ყოვლისა სასოებისა კეთილისაი ესე არს - სარწმუნოებაი პირველად შეურყეველი, მარხვაი სიწმიდით, ლოცვაი და ვედრებაი გულსმოდგინედ, გლახაკთმოწყალებაი, სტუმართმოყვარებაი, უცხოთა შეწყნარებაი. და დასაბეჭდველად ამის ყოვლისა, რაითა განჰყიდო მონაგები შენი და მისცე გლახაკთა და სიმართლე შენი ეგოს უკუნისამდე. ამისთვის თვით თავადი უფალი გუასწავებს და იტყვის, ვითარმედ: "განყიდე მონაგები შენი და მიეც გლახაკთა და აღიღე ჯუარი და შემომიდეგ მე და გაქუნდეს საფასე მოუკლებელი ცათა შინა და აღივსოს ნაყოფითა სული შენი, ნაყოფითა სიმართლისაითა, რომელ არს ესე: სიყვარული, სიხარული და მშვიდობაი, სულგრძელებაი, სიტკბოებაი, სახიერებაი, სარწმუნოებაი, ყუდროებაი, მოთმინებაი.
 
თემატური კითხვები
0