
ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
თემა:
რწმენა
სარწმუნოებას კაცის გული თავისუფლად იღებს, სურვილით იღებს, რადგან სარწმუნოება ანუგეშებს და ახარებს
სარწმუნოებას კაცის გული თავისუფლად იღებს, სურვილით იღებს, რადგან სარწმუნოება ანუგეშებს და ახარებს მას. ამ დროს იგი კაცის ცხოვრების უმთავრესი მმართველი და წინაძღვარი ხდება. სარწმუნოება არამარტო ჭკუისადმი, არამედ მთელი კაცობრივი არსებისა და ბუნებისადმი მიიქცევა, ამიტომ სარწმუნოება სულისა და გულისათვის სასურველი და თავისუფალი ზნეობრივი მოღვაწეობაა, ან უმჯობესია ვთქვათ, გულითადი სარწმუნოება უდიდესი და უმჯობესია ყოველთა მსხვერპლთა და შესაწირავთა ღმრთისათა, ვინაიდან ამ შემთხვევაში კაცი ღმერთს თავის გულს სწირავს, თვით სულსა და მთელ ცხოვრებას აზიარებს, თვით ჭკუასა და გონებას უმორჩილებს. ვინც სარწმუნოებას გულით შეითვისებს და შეიტკბობს, ამით ცხადყოფს, რომ მას კეთილი და წმიდა გული აქვს. ვინაიდან ბოროტი კაცის გულში სარწმუნოება არ შევა (II, 65-67).
|