image

თემა: ქურდობა

იქნებ თქვენ შორის არ არის პროფესიონალი ქურდი, ყაჩაღი და თაღლითი, მაგრამ ისეთები კი ნამდვილად არიან, რომელთაც თუნდაც მცირედი მიუთვისებიათ იმისა, რაც არ ეკუთვნოდათ. ყოველივე ეს იგივე ქურდობაა. გაიხსენეთ, ხომ არ ცდუნებულხართ ოდესმე რაიმეთი, რაც „ცუდად იდო“. ამას ჩვენ ცოდვად არ ვთვლით, მაგრამ ეს ნამდვილი ქურდობაა. ხომ არ გაგქცევიათ თვალი სხვისი ბაღის, ბოსტნის ან ყანისკენ, – ესეც ქურდობაა. ხომ არ მოგიპარავთ ელექტროენერგია სახელმწიფოსათვის რაიმე ხრიკის მოგონებით? ეს სამარცხვინოა ქრისტიანისათვის. შეწყვიტეთ საკუთარი სინდისის შებღალვა ამისთანა წვრილმანებით. ამ გზით არავითარი სარგებელი, არც მატერიალური და არც სულიერი თქვენ არ გექნებათ, პირიქით, ქარის მოტანილს ქარივე წაიღებს! თანაც მუდმივი შიში გექნებათ, რომ ვინმემ არ დაგასმინოთ, არ დაგიჭიროთ ამ საქმიანობისათვის. ისე, რამხელა სირცხვილია ადამიანისა და ღმრთის, წმინდანებისა და ანგელოზების წინაშე, თუ ქრისტიანი კაცი ამხილეს და დაიჭირეს ქურდობისათვის. იქნებ მოპარული ნივთი დაგიმალავთ ან ნაპოვნი მიგითვისებიათ? წმინდა მამები მიწაზე დაგდებულ მუხუდოს ერთ მარცვალსაც კი არ ახლებდნენ ხელს: რაც შენ არ დაგიკარგავს, შენი არ არის, თუ რამე იპოვე, შეეცადე დაუბრუნო დამკარგავს.
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები