image

თემა: წმინდანთა სწავლების კითხვა

რაჟამს იკითხვიდე საღმრთოთა წიგნთა, გულს-მოდგინედ იკითხევდი და ჭეშმარიტად იღუაწე, რაითა გულისხმა-ჰყოფდე, რომელსა იგი იკითხვიდე. და ნუ ისწრაფი ფურცელთა გარდაყრასა და გარდათუალვასა ოდენ, არამედ უკუეთუ ჰპოვო რომელიმე სიტყუათაგანი და ვერ გულისხმა-ჰყო, ნუ გცონინ მეორედ და მესამედ და უფროის მისა ქცევად და კუალად წარკითხვად, ვიდრემდის გულისხმა-ჰყო ძალი იგი სიტყვისაი მის. და რაჟამს დასჯდებოდი შენ კითხვად გინა სმენად მკითხველისა, ევედრე ღმერთსა და თქუ: ჰე უფალო ჩემო და ღმერთო ჩემო, იესუ ქრისტე, აღაღე პირი ჩემი და განახუენ თუალნი გონებისა ჩემისანი, რაითა ვისმინნე სიტყუანი შენნი და გულისხმა-ვყუნე მცნებანი შენნი, და ვყო ნებაი შენი; უფალო, მე უცხო და მწირ ვარი ქვეყანასა ზედა, ნუ დამირწყავ მე მცნებათა შენთა, არამედ აღმიხილენ თუალნი ჩემნი, რაითა ვიხილნე საკვირველებანი შენნი. მასწავე მე, უფალო, საიდუმლოი სიბრძნისა შენისაი, რამეთუ მე შენ გესავ, განაბრწყინვე გონებაი ჩემი. ჰე ძმაო, გევედრები, რაითა ესრეთ ილოცვიდე შენ ყოლადვე ღმრთისა მიმართ, რაითა განანათლოს ცნობაი შენი და გულისხმა-გიყოს ძალი სიტყუათა მისთაი
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები