image

თემა: სული

ვინც თავისი სხეულის სილამაზეზე ზრუნავს და დღეს მოდადქცეული სპორტული ვარჯიშებით აღწევს სასურველ შედეგს, დააკვირდით მათ, როგორ არ იშურებენ ძალასა და დროს, უზღუდავენ თავს საკვებს. მკურნალობისა და ორგანიზმის გაახალგაზრდავების ახალი ხერხიც კი მოიგონეს – ხანგრძლივი შიმშილი. ყოველივე ამას აკეთებენ ხორციელი, ფიზიკური ჯანმრთელობისათვის, ანუ ხანმოკლე მიწიერი ცხოვრებისათვის. ჩვენ კი, ქრისტიანები, გამოსყიდულნი მარადიული სიკვდილისაგან უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს ტანჯვით, არ ვზრუნავთ საკუთარი სულის ჯანმრთელობაზე, რომელმაც უნდა მარადიულად იცოცხლოს ან ღმერთთან – სამოთხეში, ან სატანასთან – ჯოჯოხეთში.
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები