ვეფხისტყაოსანი არის არამხოლოდ მსოფიო დონის ლიტერატურული შედევრი, როგორც მას კაცობრიობა აღიარებს,

"ვეფხისტყაოსანი" არის არამხოლოდ მსოფიო დონის ლიტერატურული შედევრი, როგორც მას კაცობრიობა აღიარებს, არამედ უაღრესად სასულიერო - საეკლესიო ნაწარმოებიც!.. უდიდესი პოეტური ხელოვნებით შაირებში შეფარულია დიდი სულიერი სიბრძნე, საიდუმლო და წინასწარმეტყველება ბოლო ჟამის საქართველოს გაბრწყინებაზე. "ვეფხისტყაოსანი" არის ქართული სულის უკიდეგანო სამყარო. სულიერების ისეთი სიმაღლე, რომელსაც დღემდე ვერ მიაღწია მსოფლიოში ვერცერთმა ერმა და აწი მითუმეტეს!..
    ეს არის ქართული ეკლესიის წინასწარმეტყველების და იგავთმეტყველების საუკეთესო ნიმუში, რომლის გასაღები, სამწუხაროდ, ქართულმა ეკლესიამ დიდი ხნის წინ დაკარგა (არ ვამბობ ცალკეულ წმინდანებზე, რომლებიც საიდუმლოდ ინახავდნენ დრომდე და თაობიდან თაობებს გადასცემდნენ). "ვეფხისტყაოსანი" არის სულიწმინდის ჩაგონებით შექმნილი ნაშრომი და შეუძლებელია მის სულიერ სამყაროში შეღწევა ქართულ-ქრისტიანული სულიერი ხედვისა და ცოდნის გარეშე.
 
3