ავტორი:
მღვდელმოწამე კირიონი
თემა:
საქართველო
სამშობლო საყვარელო, ღმრთისმშობლის წილხვედრო, ბრძმედსა შინა ტანჯვა-ვაებისასა განწმედილო! შენთვის
სამშობლო საყვარელო, ღმრთისმშობლის წილხვედრო, ბრძმედსა შინა ტანჯვა-ვაებისასა განწმედილო! შენთვის დაწული, შენგან განშორებული, შენთვის მტირალი, მუდამ შენკენ ლტოლვილი, დღეს განვისვენებ ტკბილსა შინა წიაღსა შენსა არა ვითარცა შვილი უძღები, არამედ ვითარცა მესაიდუმლე და სინდისი ეკლესიისა შენისა... ვიცი, შენი გულისყური ამჟამად ჩემკენაა მოქცეული და მეკითხება: რა მომიტანე, რა მალამოსა სცხებ იარებსა ჩემსა, რით მანუგეშებ სევდა მოსილსა? ყური მომიპყარ: "არა მოველ, რათა გიმსახურო, არამედ მსახურებად შენდა და მიცემად სული სახსრად შენდა". მოვედი არა ვითარცა მნე სასყიდით დადგინებული, რამედ ვითარცა მნე ერთგული და მარად მორჩილი.
|