წმ. ილია მართალი

საქართველო როცა-კი მოიცლიდა ხოლმე გარეშე მტერთა ზედმოსევისა და მოგერიებისაგან, მაშინვე შეუდგებოდა

საქართველო როცა-კი მოიცლიდა ხოლმე გარეშე მტერთა ზედმოსევისა და მოგერიებისაგან, მაშინვე შეუდგებოდა ხოლმე ქრისტეს აღსარების განმტკიცების და გაძლიერების საქმესა. როცა-კი ქვეყნის მდგომარეობა ნებას აძლევდა, ქართველნი, ცნობილნი, სულიერის მოღვაწეობითა და აღტყინებულნი ღვთისმოსაობით და სარწმუნოების გრძნობითა, გამოდიოდნენ გამავრცელებლად და მოსარჩლედ მართლმადიდებელის საეწმუნოებისა აღმოსავლეთში: მცირე აზია, სირია და თვითონ ბალკანიის ნახევარკუნძული თვისდა ახლო მახლო კუნძულებითა დღესაც ჰმოწმობენ ქართველთა მოღვაწეობას სარწმუნოებისათვის. აქ დღესაც ყველგან მრავალგვარი ნაშთია უტყვ, მაგრამ უყტუარ მოწამედ იმისა, რომ გულმოდგინებას ქართველებისას სარწმუნოებისათვის შორსაც გაუდგამს ფეხი და ხელი გაუწვდენია. მონასტერნი ქართველთა ხარჯით და ფულით აშენებულნი, არა ერთი და ორი დღესაც ჰღაღადებს ათონის მთაზედ, სინაზედ, სირიაში, იერუსალიმის ახლო-მახლო, რომ ქართველთა თავგამომეტებით და დიდის მხნეონით უღვაწნიათ თავის ქვეყნის გარეთაც სადიდებლად თვისის სარწმუნოებისა.
 
0