საქართველოს ისტორია ხილული და უხილავი ომების ისტორიაა! ხომ ხედავთ, ვერ ჩაკლეს ჩვენში ღმერთის

საქართველოს ისტორია ხილული და უხილავი ომების ისტორიაა! ხომ ხედავთ, ვერ ჩაკლეს ჩვენში ღმერთის სიყვარული, სწრაფვა თავისუფლებისა და სრულყოფილებისაკენ. დღეს ქართველობა ახალი ძალით დაიძრა ღმრთისაკენ. იწყება დიდი გამოღვიძება! საქართველო მსოფლიო დონის სულიერი აღმოჩენების წინა პერიოდშია. გამოაგნებელი ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის საიდუმლოებები გამომჟრავნდება საქართველოში. ღმერთი მსოფლიოს დაანახებს ქართველობის ნამდვილს ახეს და ეს მალე იქნება. ეს არ არის ლეგენდა - ეს სიმართლეა. ღმერთისაგან დაფარული უზარმაზარი ცოდნა, რომელიც საიდუმლოდ გადაეცემოდა წმ. ბერებს თაობიდან თაობაში და რომელსაც წიგნებში ვერ ამოიკითხვათ, მალე გაგვეხსნება. ამიტომ ცოცხალი წმინდანები უნდა ვეძებოთ. ნურავინ გეტყვით, რომ დღეს არ არიან დიდი ძალის, მადლისა და ცოდნის მატარებელი ადამიანები, მითუმეტეს ჩვენთან, საქართველოში. ისინი არიან და არიან საიდუმლოდ; ოღონდ საქმე ისაა, წმინდანის ამოცნობა თავად სიწმინდეს მოითხოვს. საქართველო წმინდანთა სამჭედლოა! მთელი მსოფლიოს კეთილი სისტემა ელოდება ქართველთა გამოსვლას. ეს იცის ბოროტმა სისტემამაც, ამიტომ არ გვანებებს თავს, როგორც სულიერად, ისე პოლიტიკურადაც. მაგრამ ფუჭია მათი შრომა, ვერ მოგვერევიან!.. ის, რაც ღვთისგან დაიგეგმა და წინასწარმეტყველებით გვეუწყა, ყოველივე აღსრულდება. ოღონდ დიდი შრომაა საჭირო. ეს შრომა ქართველებისაგან უდიდეს ძალისხმევესა და პასუხისმგებლობას მოითხოვს. არც სხვათა მიბაძვით და არც სხვების იმედად არაფერი გამოვა. ძნელია ქართველობა, მაგრამ აუცილებელი!..
    მთავარი სულიერი განწმენდა ეკლესიიდან დაიწყება. როცა ერს ღმერთთან შუამავლად ღირსეული და წმინდა ადამიანები ეყოლება, ერი მეტად განმტკიცდება რწმენასა და სიყვარულში და წარმატებაც არ დააყოვნებს!
    ომის ბედი ცაში წყდება. ომს ჯერ ბერები (სულიერ ღვაწლში დაბრძენებული) იგებენ - სულიერ ომს, მერე კი ხილული (პოლიტიკური) გამარჯვება მიწაზე ხდება. ჯერ წმიდანები ამარცხებენ ცოდვებსა და ბოროტებას, მერე კი ერი ღებულობს პოლიტიკურ დამოუკიდებლობას და დაიწყებს აღორძინებას.
    საქართველო ყველა დაკარგულ მიწა-წყალს დაიბრუნებს! დაიმახსოვრეთ ეს!
 
3