
ავტორი:
წმ. იოანე კრონშტადტელი
შინაგანი კაცი დილით, გაღვიძებულზე, წყლის ზედაპირზე ამომხტარი თევზივითაა, თავისუფალია ამსოფლიური ამაოებისაგან, საკუთარი სხეულის სიბნელის, ეშმაკის ცდუნებისაგან. დროის ყველა სხვა მონაკვეთში კაცს თვალები შეუღწევი ბნელი აქვს დაფარული, თვალებზე მჭიდროს, მტკივნეულად აქვს გადაჭერილი სახვევი და ვეღარ გაურჩევია მშვენიერი და სულიერი საგნების ნამდვილი სახე და ნირი. არ გამოგეპაროთ, ჩაეჭიდეთ დილის საათებს, რომელიც ამ წარმავალი ცხოვრებისეული ძილის მერე თითქოსდა განახლებული დრო, განახლებული საათებია, და ისინი, ერთგვარად, დაუღამებელ კვირას, ჩვენი აღდგომისა და განახლების დღეს მოგვაგონებენ.