ავტორი:
დავით ეპისკოპოსი
თემა:
საქართველო
ქართველნო! თვალი გადაავლეთ ჩვენს წარსულ ცხოვრებას, გაიხსენეთ, რარიგ უყვარდათ ეკელსია თქვენს
ქართველნო! თვალი გადაავლეთ ჩვენს წარსულ ცხოვრებას, გაიხსენეთ, რარიგ უყვარდათ ეკელსია თქვენს სახელოვან წინაპართ, როგორ ზრუნავდნენ მის გამშვენებაზე, როგორ მრავალ და დიდ ტაძრებსა და მონასტრებს აშენებდნენ, როგორ ამკობდნენ მათ ოქრო-ვერცხლით მოჭედილი ხატებით, ოქრომკერდით ქსოვილი შესამოსველით და სხვა ძვირფასი ნივთებითა, როგორ უხვად და დაუზარებლად სწირავდნენ თავის ადგილ-მამულებს. მოიგონეთ ეს შესასნიშნავი თვისება თქვენს წინაპართა, და თუ ცოტათი მაინც აფასებთ მათ ხსოვნას, შეირჩინეთ იგი, აღინთეთ სიყვარულითა ეკლესიის მიმართ და გამოიჩინეთ იგი საქმეში. აი გელათი, ალავერდი, მცხეთის საკრებულო ეკლესია და სხვანი ძვირფასნი ნაშთნი ჩვენის წარსული ბრწყინვალე დროისა; მიაქციეთ მათ ყურადღება; რა იყვნენ ისინი ერთ დროს და რას წარმოადგენენ ახლა? გული დაგიღონდება, ნაღვლით აგევსება, როცა მათ დაინახავ. ცოდვა არ არის, რომ ეს შესანიშნავი ადგილი, მაჩვენებელნი ჩვენის წარსული ნათელმოცემული ცხოვრებისა, ჩვენის კულტურული განვითერბისა, მოწამენი, რომ ჩვენ საშუალო საუკუნეებშიაც ვცხოვრობდით და გვქონია განათლება, მომაგონებელნი ძველის დროისა, ბედნიერ და შავდღეთა, - ასე მივიწყებული, ასე სამწუხარო მდგომარეობაში იყვნენ! ცოდვა არ არის, რომ ეს დიდებული ადგილები, სადაც ერთ დროს ჩვენი მეფეები ლოცულობდნენ, სადაც კათალიკოსები მსახურებდნენ, სადაც გამშვენებული წირვა-ლოცვა სრულდებოდა. სადაც ჩვენი წინაპრები ღმერთს თავის თავს გულმხურვალედ ავედრებდნენ, სადაც სიცოცხლე დუღდა და გადმოდიოდა, - ახლა უყურადღებოდ დატოვებულია და ასეთ სატირალ მდგომარეობაშია! ცოდვა არ არის, რომ გელეთის მონასტერი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში პირველხარისხოვან მონასტრად იტვლება, თავისი მოწყობილობით, თავისი ქონებით რუსეტის უკანასკნელ მესამეხარისხოვან მონასტერსაც კი ვერ შეედრება! რას იტყვის იცხოელი ამის მხილველი? რა წარმოდგენას იქნოებიებს იგი ჩვენს ეკლესიებზე საერთოდ? რა აზრს შეადგენს იგი ჩვენს სარწმუნოებაზე? რა ფიქრები უნდა აღეძრას მცხეთის სკრებულო ტაძრის მნახველსა? აქ განისვენებენ ჩვენი მეფენი, აქ პირველად გაისმა დიდება ქრისტეს სახელისა, აქ დადო პირველი თავისი ღვაწლი წმ. ნინომ - და ჩვენ როგორ ვეპყრობით ამ წმიდა ადგილსა? ალავერდი, ეს გამაოგნებელი ნაშთი ქართველთ განვითარებისა, შრომისა, ძლიერებისა და დიდებისა, ყველასგან მიტოვებულია. განა ეპატიება ჩვენს ერს ასეთი გულგრილობა ამ დიდებული ნაშთებისადმი; ნუთუ ჩვენს ხალხს მთლად დაეკარგა სიყვარული ეკლესიისადმი? ნუტუ მას არავითარი პატივისცემა არა აქვს თავისი წინაპრებისადმი, რომელთაც ეს ნაშთები დაგვიტოვეს? არა, ჩვენი ერი შეიგნებს ამ ძველი ნაშთების მნიშვნელობას და იზრუნებს მათ დაცვასა და გამშვენებაზე. თავდაპირველად მათზე ზრუნვას იქონიებენ ჩვენნი დიდებულნი და ნასწავლნი, როგორც ჩვენი ხალხის მოწინავე პირნი, როგორც უფრო შეგნებულნი, როგორც ნივთიერად უფრო შეძლებულნი და მერმე მათს მაგალითს ხალხიც მიბაძავს. თავადაზნაურნო და ინტელიგენტნო! ისმინეთ ღაღადება, გულის სიღრმიდან აღმოხეთქილი; დროზე ყური ვუგდოთ ამ დიდებულ ნაშთებს, თორემ მომავალი შთამომავლობა ზიზღით მოგვიხსენებს.
|